თეა წულუკიანი ფოთის კულტურის სახლში მოსახლეობას შეხვდა
თეა წულუკიანი ფოთის კულტურის სახლში მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფოთის კულტურის სახლში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

თეა წულუკიანმა იუსტიციის სფეროში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

„სასიხარულოა ჩემთვის ფოთში სტუმრობა. იმ ქალაქში, სადაც რამდენიმე წლის წინ გავხსენით ულამაზესი იუსტიციის სახლის შენობა. მნიშვნელოვანია, რომ ფოთი იუსტიციის სახლები იმატებს სერვისებს და აქ აქტუალურია, რომ მაგალითად ფოთის იუსტიციის სახლი დევნილების სერვისებსაც გასცემს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დევნილებს მანამდე ზუგდიდში უწევდათ სიარული. ეს არის ის საკითხები, რაზეც ფოთელებს სურთ ჩვენთან საუბარი“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეკრებილ საზოგადოებას სამეგრელოს გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ასევე ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამაც მიმართეს და არჩევნებში გამარჯვების იმედი გამოთქვეს.