საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაზე მსჯელობენ
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაზე მსჯელობენ

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომა დახურულ რეჟიმში იმართება, სადაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაზე მსჯელობენ.

დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცნობს.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს რამდენიმე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.