ფორმულა ერთში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის – აბუ დაბის გრანპრის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის დროს ფორმულა ერთის ახალი ლოგო წარადგინეს.
ამ სარბოლო სერიის კომერციული უფლებების ახალმა მფლობელმა, Liberty Media-მ დაადასტურა, რომ ახალი სეზონის სტარტისთვის შეიცვლება ჩემპიონატის მთელი საფირმო სტილი, მათ შორის, სატელევიზიო გრაფიკა. ყველა სიახლე უკვე 2018 წელს იქნება წარმოდგენილი.
ლოგოს წინა ვარიანტი 23 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.