უილიამსის ახალი პილოტი 20 წლის ჯორჯ რასელია
უილიამსის ახალი პილოტი 20 წლის ჯორჯ რასელია

„უილიამსის“ პირველ გუნდს 2019 წლიდან ახალგაზრდა პილოიტი ჯორჯ რასელი შეუერთდება. ეს 20 წლის სპორტსმენის სადებიუტო სეზონი იქნება ფორმულა 1-ში. ბრიტანელმა უკვე გააფორმა კონტრაქტი საჯინობოსთან.

რასელს, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აქვს. 2014 წელს პირველსავე ცდაზე გახდა ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონი. ამ გამარჯვებისთვის 16 წლის პილოტს მაშინ მაკლარენის სპეციალური ჯილდოც გადასცეს. შემდეგ 2 წელი გაატარა ფორმულა 3-ში. 2017 წელს კი დებიუტი ჰქონდა GP3-ში და ამ შემთხვევაშიც პილველსავე ცდაზე მოიგო ტიტული. მიმდინარე სეზონზე რასელი ფორმულა 2-ის ჩემპიონობისთვის იბრძვის და საკმაოდ წარმატებულადაც. ის ასევე „მერსედესის“ ტესტ-პილოტი და სარეზერვო მრბოლელია.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, გავხდე ასეთი ავტორიტეტული და მდიდარი ისტორიის მქონე გუნდის წევრი. ფორმულა 1-ში ასპარეზობა ჩემი მთავარი ოცნებაა. ბავშვობიდან თვალს ვადევნებ რბოლებს და ის ფაქტი, რომ ყოველივე ამის ნაწილი ვხდები, ჯერ კიდევ არარეალურად მეჩვენება. ვერ ვიჯერებ, რომ იმ პილოტების გვრდით დავდგები, რომლებიც წლებია ჩემი კერპები არიან.“ – განაცხადა რასელმა.

„უილიამსში“ კი აღნიშნეს, რომ 20 წლის ბრიტანელზე არჩევანი მისი ტალანტისა და თვისებების გამო შეაჩერეს. გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელის კლერ უილიამსის თქმით, რასელი შრომისმოყვარეობით და საქმისადმი თავდადებით გამოირჩევა, რაც არაერთხელ დაამტკიცა ბოლო წლებში.

რასელი „უილიამსში“ ლენს სტროლს შეცვლის.