ფორმულა ერთის ჩემპიონატს ახალი ლოგო აქვს

22:30, 26.11.2017

ფორმულა ერთში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის – აბუ დაბის გრანპრის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის დროს ფორმულა ერთის ახალი ლოგო წარადგინეს.

ამ სარბოლო სერიის კომერციული უფლებების ახალმა მფლობელმა, Liberty Media-მ დაადასტურა, რომ ახალი სეზონის სტარტისთვის შეიცვლება ჩემპიონატის მთელი საფირმო სტილი, მათ შორის, სატელევიზიო გრაფიკა. ყველა სიახლე უკვე 2018 წელს იქნება წარმოდგენილი.

ლოგოს წინა ვარიანტი 23 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.

მსგავსი