2019 წელს ყველაზე მაღალი ხელფასი ჰემილტონს ექნება
2019 წელს ყველაზე მაღალი ხელფასი ჰემილტონს ექნება

ცნობილი გახდა ფორმულა 1-ის პილოტების ხელფასები 2019 წლის სეზონში.

როგორც ბრიტანული პრესა წერს, ყველაზე მაღალი შემოსავალი ექნება „მერსედესის“ პილოტს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ლუის ჰემილტონს, რომელსაც 11 მილიონი ევროთი ჩამორჩება მთავარი კონკურენტი „ფერარიდან“ – სებასტიან ფეტელი.

ფორმულა 1-ის პილოტების ხელფასები 2019 წლის სეზონში –

1. ჰემილტონი (მერსედესი) – 46 მლნ
2. ფეტელი (ფერარი) -35 მლნ
3. რიკარდო (რენი) – 31 მლნ
4. ფერსტაპენი (რედ ბული) – 11.5 მლნ
5. ბოტასი (მერსედესი) – 7.5 მლნ
6. რაიკონენი (ალფაო რომეო) – 4 მლნ
7. ჰიულკენბერგი (რენო) – 4 მლნ
8. საინსი (მაკლარენი) – 3.5 მლნ
9. ლეკლერი (ფერარი) – 2.9 მლნ
10. პერესი (რეისინგ პოინტი) – 2.9 მლნ
11. გროსჟანი (ჰაასი) – 1.6 მლნ
12. გასლი (რედ ბული) – 1.15 მლნ
13. სტროლი (რეისინგ პოინტი) – 1 მლნ
14. მაგნუსენი (ჰაასი) – 1 მლნ
15. კუბიცა (უილიამსი) – 500 ათასი
16. კვიატი (ტორო როსო) – 270 ათასი
17. ნორისი (მაკლარენი) – 230 ათასი
18. ჯოვინაცი (ალფა რომეო) – 200 ათასი
19. რასელი (უილიამსი) – 160 ათასი
20. ალბონი (ტორო როსო) – 150 ათასი