ფილიპინებზე სუპერ ტაიფუნ „მანჯუთი“-ს შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან, რომლებიც სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპნენ.
ადგილობრივი მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მასშტაბურმა სტიქიამ კუნძულოვანი სახელმწიფოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობა, რამდენიმე ადგილზე კი, მეწყერები გამოიწვია.
ქვეყნის ატმოსფერული და გეოფიზიკის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 170 კილომეტრს აღწევს.
423 ათასს ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გადაიდო ასამდე შიდა და საერთაშორისო ავიარეისი. დატბორილია დედაქალაქ მანილას გარკვეული რეგიონებიც. ამასთან, არსებობს რამდენიმე კაშხლის დაზიანების საშიშროება.
სტიქიის ზონაში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.