ფილიპინებში, ვულკან მაიონის ამოფრქვევის გამო, 40 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული
ფილიპინებში, ვულკან მაიონის ამოფრქვევის გამო, 40 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული.
რეგიონის გუბერნატორის განკარგულებით, 8 კილომეტრის რადიუსში დაიხურა არსებული სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები.
გასულ ღამეს კრატერიდან ამოფრქვეული ლავა 700-მეტრამდე სიმაღლეს აღწევდა.
ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ორშაბათს განგაშის მეოთხე დონე გამოაცხადა. ასევე დაწესებულია შეზღუდვები ვულკანის მიმდებარედ, საჰაერო სივრცეზე.