ფილიპინებს ძლიერი ტაიფუნი – „გონი“ დაატყდა თავს. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 225 კმ/სთ-ს აღწევს. როგორც მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, თავდაპირველად ტაიფუნმა კუნძულ კატანდუანეს გადაუარა, ახლა კი ფილიპინების დედაქალაქს ემუქრება.
სტიქიის გამო, მილიონი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი ფილიპინებზე წყალდიდობას გამოიწვევს.
ფილიპინებზე ყოველწლიურად 20-მდე შტორმი ფიქსირდება. ტაიფუნი „გონი“ წელს ყველაზე ძლიერი სტიქიაა, რომელიც ქვეყანას ემუქრება.