ფილიპინებს ტაიფუნი „კამური“ დაატყდა თავს. სააგენტო „რეიტერის“ ინფორმაციით, დედაქალაქ მანილაში გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
ძლიერი წვიმისა და ქარის გამო შეფერხებულია საჰაერო მიმოსვლა. მანილას საერთაშორისო აეროპორტში გადაიდო 500-მდე რეისი, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 225 ათასზე მეტი ადამიანი.
ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღემატება. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა საცხოვრებელი სახლები.
წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ავტომაგისტრალები. დედაქალაქში დახურულია სკოლები და სამთავრობო ოფისები.