ფილიპინების შს მინისტრი - პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს სიმსივნე არ აქვს
ფილიპინების პრეზიდენტს, როდრიგო დუტერტეს სიმსივნე არ აქვს – განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
მედია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც როდრიგო დუტერტე ორ მნიშვნელოვან შეხვედრაზე არ გამოცხადდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პრეზიდენტმა რამდენიმე გამეორებით ანალიზი ჩაიტარა. ექიმების დასკვნის მიხედვით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.