„ლივერპულის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო “ბარსელონაში” გააგრძელებს კარიერას, – იტყობინება კატალონური კლუბის პრესსამსახური. 25 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ბრაზილიელის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო ჩაიწერა.
არაოფიციალურად ცნობილია, რომ “ბარსელონას” კოუტინიოს შეძენა 160 მილიონი ევრო დაუჯდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ყველა დროის მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია ნეიმარის შემდეგ.
მიმდინარე სეზონში კოუტინიომ 20 მატჩი ჩაატარა “ლივერპულის” რიგებში, გაიტანა 12 გოლი და 9 შედეგიანი პასი შეასრულა.