ფილიპე კოუტინიო სამი თვე ვერ ითამაშებს
ფილიპე კოუტინიო სამი თვე ვერ ითამაშებს

„ბარსელონას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა ფილიპე კოუტინიოს სავარაუდო დაბრუნების ვადები.

2 იანვარს, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ოპერაცია გადაიტანა მარცხენა მუხლის დაზიანებული მენისკის სამკურნალოდ. როგორც ირკვევა, კოუტინიოს აღდგენას დაახლოებით სამი თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიომ ტრავმა 2020 წლის ბოლო მატჩში მიიღო „ეიბარის“ წინააღმდეგ. ამ სეზონში ბრაზილიელმა 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.