„მანჩესტერ სიტიმ“ ხუთ წუთში სამი გოლით ტიტული გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ ხუთ წუთში სამი გოლით ტიტული გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

დრამატული დასასრული ჰქონდა პრემიერლიგის 2021-22 წლების სეზონს. ბოლო ტურში ლიდერები შინ თამაშობდნენ: „მანჩესტერ სიტი“ „ასტონ ვილას“ იღებდა, „ლივერპული“ – „ვულვერჰემპტონს“.

ორივე ლიდერი მდევრის როლში აღმოჩნდა. „ლივერპულმა“ მესამე წუთზე გაუშვა პედრო ნეტუსგან, თუმცა 24-ე წუთზე სადიო მანემ გაათანაბრა.

პარალელურად, „მანჩესტერ სიტი“ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა – 69-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა. ანგარიში მეტი კეშმა გახსნა, მეორე კი ექს-ლივერპულელმა ფილიპე კოუტინიო გაიტანა.

ასე რომ, „ლივერპულის“ ერთი გოლი და ჩემპიონი იურგენ კლოპის გუნდი გახდებოდა. „წითლებმა“ ერთის გარდა, ორი გაიტანეს – შეცვლაზე შესულმა მოჰამედ სალაჰმა და ენდრიუ რობერტსონმა, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს წყვეტდა, რადგან მანამდე „მანჩესტერ სიტიმ“ 76-დან 81-ე წუთებამდე სამი გოლი გაიტანა – დუბლი შეასრულა ილქაი გიუნდოგანმა, მის გოლებს შორის კი როდრიმაც გამოიჩინა თავი.

ასე რომ, „სიტისა“ და „ლივერპულს“ შორის შენარჩუნდა ერთქულიანი სხვაობა და პეპ გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

დატოვე კომენტარი