რონალდ კუმანი - ფილიპე კოუტინიოს იმედი მაქვს, ის შესანიშნავი მოთამაშეა #1TVSPORT
რონალდ კუმანი - ფილიპე კოუტინიოს იმედი მაქვს, ის შესანიშნავი მოთამაშეა #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კატალონურ კლუბში ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს პერსპექტივებზე ილაპარაკა.

„ფილიპეს კიდევ ერთი კვირა ვარჯიში სჭირდება, სანამ შემადგენლობაში მოხვდება. ჩემთვის ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს „ბარსელონასთვის“. ამ სეზონში მე მასზე დიდ იმედებს ვამყარებ“, – განაცხადა კუმანმა.

დატოვე კომენტარი