კოუტინიომ შესაძლოა „იუვენტუსთან“ შეხვედრა გამოტოვოს
კოუტინიომ შესაძლოა „იუვენტუსთან“ შეხვედრა გამოტოვოს

„ბარსელონას“ ვებ-გვერდის ცნობით 28 წლის ნახევარმცველმა ტესტი კვირას გაიკეთა და აღმოჩნდა, რომ მას ტრავმა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხანი გამოაკლდება ბრაზილიელი კატალონიურ კლუბს, მაგრამ დიდი ალბათობით, ის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამოტოვებს.

24 ოქტომბერს, ფილიპე კოუტინიომ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ (1:3) 90 წუთი ითამაშა. ამ სეზონში მან 6 თამაშში (5 ლა ლიგა, 1 ჩემპიონთა ლიგა) 2 გოლის გატანა მოახერხა.

კოუტინიო კუმანის „ბარსელონასთვის“ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს და ტრავმის სიმძიმის შემთხვევაში კატალონიურ კლუბს ტურინელებთან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონი კოუტინიო მიუნხენის „ბაიერნში“ იყო განათხოვრებული და „რეკორდმაისტერების“ მაისურით ჩემპიონთა ლიგის მოგებაც კი მოახერხა.

დატოვე კომენტარი