ფეიქრების ქუჩაზე ფეხით მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა
ფეიქრების ქუჩაზე ფეხით მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. ფეხით მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.