ევროპის წამლის სააგენტომ ხუთიდან 11 წლამდე ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების საკითხზე „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ განაცხადის შესწავლა დაიწყო
ევროპის წამლის სააგენტომ დღეს დაიწყო „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ განაცხადის შესწავლა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების საკითხზე 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული.
არსებული ინფორმაციით, ევროპულ მარეგულირებელს რამდენიმე თვე სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად და მიღებული გადაწყვეტილბა ევროკომისიას გადაეგზავნება საბოლოოდ დასამტკიცებლად.