ევროპის წამლის სააგენტომ ხუთიდან 11 წლამდე ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების საკითხზე „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ განაცხადის შესწავლა დაიწყო

19:34, 18.10.2021

ევროპის წამლის სააგენტომ დღეს დაიწყო „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ განაცხადის შესწავლა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების საკითხზე 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული.

არსებული ინფორმაციით, ევროპულ მარეგულირებელს რამდენიმე თვე სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად და მიღებული გადაწყვეტილბა ევროკომისიას გადაეგზავნება საბოლოოდ დასამტკიცებლად.

მსგავსი