ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთს მოუწოდებს, პანდემიის შესახებ სრულყოფილი მონაცემები გამოაქვეყნოს

13:06, 03.01.2023

შანხაის 25-მილიონიანი მოსახლეობის 70 პროცენტი „კოვიდ 19“-ით არის ინფიცირებული. ამის შესახებ დასავლური მედია შანხაის ექსპერტთა საკონსულტაციო პანელის წარმომადგენელზე, ჩენ ერჟენზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, შანხაიში ამჟამად „ომიკრონ“ ვარიანტი მასშტაბურად ვრცელდება და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინფექცია პიკს 2023 წლის დასაწყისში მიაღწევს.

ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის პეკინში, ტიანძინში, ჩონცინგსა და გუანჯოუში კორონავირუსის ტალღამ უკვე პიკს მიაღწია. ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებული მონაცემების გარშემო პეკინის გამჭვირვალობის ნაკლებობასა და ახალი ვარიანტების რისკზე მსოფლიოს არაერთი ქვეყანა საუბრობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ჩინეთს, პანდემიის მონაცემები გამოაქვეყნოს.

მსგავსი