„ევროპელი სოციალისტები“ - კატეგორიულად ვგმობთ ბათუმში მომხდარ ინციდენტს, ეს არის უხამსი ფაქტი, რომელიც სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ ქმედებას
„ევროპელი სოციალისტები“ - კატეგორიულად ვგმობთ ბათუმში მომხდარ ინციდენტს, ეს არის უხამსი ფაქტი, რომელიც სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ ქმედებას

პოლიტიკური პარტია „ევროპული სოციალისტების“ წევრები კატეგორიულად გმობს ბათუმში, ევროპის მოედანზე მომხდარ ინციდენტს, – ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროპელი სოციალისტები კატეგორიულად ვგმობთ ბათუმში მომხდარ ინციდენტს და მიგვაჩნია, რომ ეს არის უხამსი, მიუღებელი ფაქტი, რომელიც აბსოლუტურად სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ ქმედებას. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის სამარცხვინო ფაქტი“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“ მიიჩნევენ, რომ ბათუმში მომხდარი ინციდენტი საჭიროებს მკაცრ რეაგირებას შესაბამის უწყებების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტების უგულებელყოფა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

„აუცილებელია, მოხდეს მკაცრი რეაგირება ბათუმში მომხდარ ინციდენტთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უგულებელყოფა ქვეყანას უმძიმეს შედეგს მოუტანს. „ევროპელი სოციალისტების“ უმთავრესი მიზანია, ავაშენოთ დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა არის უზენაესი და ვერც ერთი დემოკრატიული ძალა ვერ შეეგუება ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ფაქტების წახალისებას“, – ნათქვამია განცხადებაში.