სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

13:29, 19.06.2022

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ბათუმში მათ გადამღებ ჯგუფს წუხელ თავს დაესხნენ და ოპერატორი ცემეს. მათივე ცნობით, ინციდენტი 26 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მსგავსი