ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისშია
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისშია

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია.

ევროპარლამენტარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა.

ამ დროისთვის უცნობია, ვისთან გამართავს შეხვედრებს ევროდეპუტატი.

ვიოლა ფონ კრამონმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და„ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას გამოეხმაურა. ევროდეპუტატმა ასევე დასძინა, რომ საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას.