„ევროლიგის“ მოქმედმა ჩემპიონმა მეთხუთმეტე გამარჯვება მოიპოვა
„ევროლიგის“ მოქმედმა ჩემპიონმა მეთხუთმეტე გამარჯვება მოიპოვა

საკალათბურთო ევროლიგის 22-ე ტურში  სტამბოლის „ფენერბახჩემ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ დარბაზში გერმანული „ბროზე“ მიიღო და ანგარიშით 77-69 დაამარცხა. რვაქულიანი სხვაობით მოგება სრულად არ ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. ჟელიკო ობრადოვიჩის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და ბოლოს, მეტოქეს სხვაობის ოდნავ შემცირების საშუალება მისცა.

მასპინძელთა შორის ბრწყინვალე თამაში ჩაატარა იან ვესელიმ. ჩეხმა კალათბურთელმა 26 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. რა თქმა უნდა, შეხვედრის MVP სწორედ ვესელი გახდა, რომლის სარგებლიანობის ინდექსმა 36-ს მიაღწია. ამ მოგების შემდეგ, სტამბოლური კლუბი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა, მხოლოდ მოსკოვის ცსკა-ს ჩამორჩება. მომდევნო ტურში „ფენერის“ მეტოქე მილანის „ოლიმპია“იქნება.

დღესვე, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდამ“ საკუთარ დარბაზში მილანური კლუბი 100-89 დაამარცხა, ხოლო კაუნასის „ჟალგირისმა“ „ჟალგირიო“ არენაზე, მოსკოვის „ხიმკისთან“ 74-84 წააგო.