თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ ევროლიგაზე „მაკაბისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ ევროლიგაზე „მაკაბისთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ევროლიგის მეოცე ტური წარუმატებელი გამოდგა თორნიკე შენგელიას „ვირტუსისთვის“. ბოლონიელები ნეიტრალურ მოედანზე თელ ავივის „მაკაბის“ ესტუმრნენ და 78:95 დამარცხდნენ.

მატჩი სერბეთში გაიმართა და თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ „მაკაბის“ უპირატესობით გაგრძელდა. პერიმეტრიდან ტყორცნების წყალობით მათ სეზონის მე-12 გამარჯვებას მიაღწიეს. „ვირტუსმა“ კი მე-6 მატჩი წააგო და „ბარსელონასთან“ მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

თორნიკე შენგელიამ 28 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ყველაზე საინტერესოა, რომ მეტოქეებმა მასზე წესები 9-ჯერ დაარღვიეს.

24 ქულით მატჩის ბომბარდირი ბოლონიელი ბელინელი გახდა.