ჟოზე მოურინიომ ევრო 2024-ზე ესპანეთის ჩემპიონობაში საკუთარი წვლილი აღნიშნა #1TVSPORT
ჟოზე მოურინიომ ევრო 2024-ზე ესპანეთის ჩემპიონობაში საკუთარი წვლილი აღნიშნა #1TVSPORT

„ფენერბახჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის ახალი ჩემპიონის ფეხბურთელების – ალვარო მორატასა და ნაჩო ფერნანდესის განვითარებაში, როცა მადრიდის „რეალს“ ავარჯიშებდა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა შესაბამისი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მას მორატასა და ნაჩოსთან ერთობლივი ფოტო დაურთო.

„ამ წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კაპიტანი ნაჩო ფერნანდესი და ევროპის ჩემპიონების კაპიტანი ალვარო მორატა. ვულოცავ მათ და მწვრთნელს, რომელმაც დებიუტის საშუალება მისცა ამ ორ ფეხბურთელს, როცა ისინი ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლობდნენ. იმავე მწვრთნელს, რომელიც ვერ ხვდებოდა, რომ დანი კარვახალი კიდევ ერთი ასეთი ფეხბურთელი იყო.

ჩემი დიდი მილოცვა ბატონ დე ლა ფუენტეს ბრწყინვალედ შესრულებული სამუშაოსთვის. გაიმარჯვა საუკეთესო გუნდმა“, – დაწერა მოურინიომ.

ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა 2:1 დაამარცხა ინგლისი და მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი.