თურქული მედიის ინფორმაციით, ლეონარდო ბონუჩი კარიერას „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს #1TVSPORT
თურქული მედიის ინფორმაციით, ლეონარდო ბონუჩი კარიერას „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს #1TVSPORT

თურქული გამოცემა „საბაჰის“ ინფორმაციით, გამოცდილი იტალიელი მცველი ლეონარდო ბონუჩი საფეხბურთო კარიერას სტამბულის „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს.

თურქულ გუნდს საკადრო პრობლემები აქვს, ძირითადი შემადგენლობის ერთი ცენტრალური მცველი ტრავმირებულია, ხოლო მეორე აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ გაემგზავრა.

„ფენერბახჩემ“ 36 წლის ლეონარდო ბონუჩის თაობაზე უკვე დაიწყო მოლაპარაკება „უნიონ ბერლინთან“ და სურს, ტრანსფერი მალე განახორციელოს. გარიგება თურქულ კლუბს ორი მილიონი ევრო დაუჯდება.

იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი ბონუჩი ბერლინის გუნდს 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. „უნიონის“ რიგებში მან ათი შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ამ მომენტისთვის დედაქალაქელები გერმანიის ბუნდესლიგაში 13 ქულით მე-15 ადგილზე არიან.