ევროკომისიის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს ვაშინგტონში, 25 ივლისს გამართავს
ევროკომისიის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს ვაშინგტონში, 25 ივლისს გამართავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს 25 ივლისს გამართავს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გავრცელებული ცნობით, ჟან-კლოდ იუნკერსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა სავაჭრო საკითხებში უთანხმოება იქნება.

ევროკომისიის განცხადებით, ორივე ლიდერი ფოკუსირებული იქნება ტრანსატლანტიკური ვაჭრობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებაზე.

გარდა ამისა, მხარეები საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ენერგოუსაფრთხოებაზე ისაუბრებენ.