ევროკავშირის წევრი ქვეყნები ლგბტ პირების უფლებების დარღვევისთვის შესაძლოა, სანქციებით დასაჯონ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ლგბტ პირების უფლებების დარღვევისთვის შესაძლოა, სანქციებით დასაჯონ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ლგბტ პირების უფლებების დარღვევისთვის შესაძლოა, სანქციებით დასაჯონ.

„ეურონიუსის“ ინფორმაციით, შესაბამისი ინიციტივით თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰელენ დალი გამოვიდა.

როგორც დალი აღნიშნავს, შესაბამისი ზომები უნდა გაიწეროს მექანიზმში, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.

„ჩემი აზრით, ეს სწორი მიდგომაა, რადგან ეს გახლავთ მეთოდი, რომლითაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე ზეგავლენა შესაძლებელია. თუ თქვენ არ სცემთ პატივს კანონის უზენაესობას, მაშინ ფინანსების ნაწილს არ მიიღებთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ევროკომისია ასევე აპირებს, წარადგინოს ევროკავშირში ლგბტ პირების უფლებების დაცვის სტრატეგია.

პროექტის მიხედვით, ევროკავშირში ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება კანონით დაისჯება, ასევე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებული იქნებიან, შეიმუშავონ ლგბტ პირების დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული გეგმა, უზრუნველყონ ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ამ წყვილების მიერ ბავშვების აყვანის უფელების აღიარება.