ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ცხრა თვის განმავლობაში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა

14:54, 10.10.2024

მიმდინარე წლის პირველი-მესამე კვარტლის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 348 329 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +5.9%-ია.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იანვარი-სექტემბრის პერიოდში გერმანიიდან საქართველოში 62 804 ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.6%-ია. დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში შედგა 25,431 ვიზიტი, ზრდა +12.5%-ია, საფრანგეთიდან კი 22 768 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2023 წელთან შედარებით, +21.3%-ია, საბერძნეთიდან საქართველოში 20 500 საერთაშორისო ვიზიტი შედგა და ზრდამ +24.3% შეადგინა.

მსგავსი