ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ლევან დავითაშვილს ხვდებიან

17:15, 29.05.2023

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ხვდებიან.

შეხვედრაზე იმყოფებიან საფრანგეთის, ლიეტუვის, იტალიის, ხორვატიის, პოლონეთისა და ჩეხეთის ელჩები.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ელჩები მინისტრს რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დემარშს გადასცემენ.

მსგავსი