ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს გზები, როგორ გაძლიერდეს ევროკავშირის მიდგომა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ
2021 წლის 15 დეკემბერს, ბრიუსელში გასამართი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებლად შეკრებილმა მინისტრებმა სხვა თემებთან ერთად განიხილეს შესაბამისი გზები, თუ როგორ გაძლიერდეს ევროკავშირის მიდგომა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ. მათ ყურადღება გაამახვილეს 2020 წლის შემდეგ პროგრამულ პრიორიტეტებზე-რეფორმებზე, მდგრადობასა და პოსტ-პანდემიურ აღდგენაზე მითითებით.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს სლოვენიის საპრეზიდენტო ვებგვერდზე.
„სლოვენია მხარს უჭერს მდგრადობას, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო დღის წესრიგის მთავარ თემას, რადგან ის თანხვედრაშია ევროკავშირის საბჭოს სლოვენიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებთან. ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ქმნის უზარმაზარ პოტენციალს და იმპულსს მდგრადი პოსტ-პანდემიური სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისთვის“, – განაცხადა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჟე ლოგარმა.