ესტონეთის პრეზიდენტი - მივესალმები, რომ საქართველო მსოფლიო დასუფთავების დღეს წელსაც უერთდება
ესტონეთის პრეზიდენტი - მივესალმები, რომ საქართველო მსოფლიო დასუფთავების დღეს წელსაც უერთდება

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი პირველ არხთან ესტონეთის დაწყებულ კამპანიაზე საუბრობს, რომელსაც საქართველო წელსაც უერთდება.

„საქართველოს პრეზიდენტს სხვა საკითხებთან ერთად მსოფლიო დასუფთავების დღეზეც ვესაუბრე და მივესალმე საქართველოს მიერთებას. მაქვს იმედი, რომ 15 სექტემბერს ჩვენს იდეას და ინიციატივას 100 -ზე მეტი ქვეყანა შეურთდება.

ველოდებით კამპანიაში ყველა ქვეყნიდან მოსახლეობის მინიმუმ 5%-ის ჩართვას. ზუსტი მონაცემები მსოფლიო დასუფთავების დღის დასრულებიდან ერთ კვირაში გვექნება. ველოდებით ყველაზე დიდ გლობალურ სამოქალაქო მოძრაობას. თუ გამოიყენებ ტექნოლოგიებს და გყავს საქმით დაინტერესებული ადამიანები, მაშინ შეძლებ ამ მიმართულებით ბევრი რამ შეცვალო.

როდესაც ადამიანები მათ გარემოს დაასუფთავებენ, მაშინ აღარასდროს დაანაგვიანებენ და დატოვებენ ბოთლებს ტყეში. ასე რომ, მსოფლიო დასუფთავების დღეს აქვს გავლენა საზოგადოებაზე, მოაქვს სარგებელი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ იდეას მოწონება მოჰყვა, გაზიარება და აქტიური კამპანია. ეს არის ჩვენი საჩუქარი მსოფლიოს ესტონეთის დამოკიდებლობის 100 წლის იუბილეზე.

ასე რომ, გელოდებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბორტზე”,- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მსოფლიო დასუფთავების დღის იდეა 10 წლის წინ ესტონეთში გაჩნდა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 4% გამოვიდა გარემოს დასასუფთავებლად. სწორედ ამან მისცა დასაბამი მსოფლიო სამოქალაქო მოძრაობას Let’s Do It World, რომელმაც ქვეყნები გააერთიანა ერთი მიზნის გარშემო–შევინარჩუნოთ სუფთა გარემო.

საქართველო ამ კამპანიას 2010 წელს შეურთდა და მსოფლიო დასუფთავების დღის აღსანიშნავად 2018 წლის 15 სექტემბერს არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.