ესტონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

17:40, 29.11.2018

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების იმედს გამოთქვამს.

აღნიშნული განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გაავრცელა.

„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ველოდები ესტონეთსა და საქართველოს შორის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული შესანიშავი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

მსგავსი