ესტონეთის პრეზიდენტად კოალიციური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატი ალარ კარისი აირჩიეს
ესტონეთის პრეზიდენტად კოალიციური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატი ალარ კარისი აირჩიეს

ესტონეთის პრეზიდენტად კოალიციური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატი ალარ კარისი აირჩიეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დეპუტატებმა ალარ კარისის პრეზიდენტად არჩევა განმეორებითი კენჭისყრის შედეგად შეძლეს.

მას მხარი დაუჭირა 72 პარლამენტარმა. კარისი ესტონეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც ამ პოსტზე კოალიციურმა პარტიებმა – რეფორმების პარტიამ და ცენტრისტულმა პარტიამ წარადგინეს.

63 წლის ალარ კარისი პროფესიით ბიოლოგია. 2017 წლიდან კარისი ესტონეთის ეროვნულ მუზეუმს ხელმძღვანელობდა. კარისი არც ერთი პარტიის წევრი არ არის.