ესტონეთი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოქალაქეების აცრას გააგრძელებს
ესტონეთი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოქალაქეების აცრას გააგრძელებს

ესტონეთი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოქალაქეების აცრას გააგრძელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნოპროფილაქტიკის კომისიამ საგანგებო სხდომაზე მიიღო.

„ესტონეთში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების სარგებელი, შესაძლო ზიანს, აღემატება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს, რადგან ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინა თრომბს იწვევს“, – განაცხადეს კომისიაში.

მანამდე, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკასვაქცინასა და მოქალაქეებში გამოვლენილ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემებს კავშირი არ აქვს.

ამასთან, ევროპის მედიკამენტების სააგენტო ამ საკითხს კიდევ ერთხელ 18 მარტს დაგეგმილ სხდომაზე დაუბრუნდება.