ესპანეთის სასამართლომ კარლეს პუიჩდემონსა და ყოფილ მინისტრებზე გაცემული დაკავების ორდერი გააუქმა
ესპანეთის სასამართლომ კარლეს პუიჩდემონსა და კატალონიის მთავრობის ოთხ ყოფილ მინისტრზე გაცემული დაკავების ორდერი გააუქმა.
ესპანური მედიის ცნობით, გაადაწყვეტილება ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.
კატალონიაში დღეს წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
გუშინ ბელგიის სასამართლომ 14 დეკემბრისთვის გადადო გადაწყვეტილების გამოტანა. მოსამართლეებს 14 დეკემბერს უნდა გამოეცხადებინათ, გაითვალისწინებდნენ თუ არა ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერს.