ესპანეთის პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პუიჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერის ხელახლა გაცემის თხოვნით მიმართა
ესპანეთის პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პუიჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერის ხელახლა გაცემის თხოვნით მიმართა

ესპანეთის პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს კარლეს პუიჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერის ხელახლა გაცემის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ამასთან, კატალკონიის ყოფილმა ლიდერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაადასტურა, რომ დანიაში იმყოფება.

„ჩამოვფრინდი კოპენჰაგენში. ვმონაწილეობ დებატებში „კატალონია და ევროპა გზაჯვარედინზე დემოკრატიისთვის“, – წერს პუიჩდემონი.

პუიჩდემონმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე კატალონიის საკითხებზე დებატებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. დისკუსია ადგილობრივი დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი.


კარლეს პუიჩდემონმა პირველად დატოვა ბელგია, მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში, რეფერენდუმის შემდეგ, ესპანეთიდან წავიდა.


მანამდე, ესპანეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ კარლეს პუიჩდემონის დაპატიმრებას მოითხოვენ, იმ შემთხვევაში, თუ პუიჩდემონი ბელგიიდან დანიაში გაემგზავრებოდა.
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა, თუმცა დეკემბერში გააუქმა.