ესპანეთის პოლიციამ ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავა
ესპანეთის პოლიციამ ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ტერორისტულ ორგანიზაცია ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 28 წლის ესპანელია, რომელიც ტერორისტების გადაბირებით იყო დაკავებული. ის პირდაპირ კავშირში იყო სირიაში მებრძოლ ტერორისტებთან.

ესპანეთში 2015 წლის 26 ივნისის შემდეგ ტერორისტული საფრთხის მეოთხე დონეა გამოცხადებული. მას შემდეგ პოლიციამ ქვეყნის მაშტაბით 208 ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.