ესპანეთის პოლიციამ სავარაუდოდ ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ორი არასრულწლოვანი დააკავა
ესპანეთის პოლიციამ სავარაუდოდ ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ორი არასრულწლოვანი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ სავარაუდოდ ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ორი არასრულწლოვანი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულთა საერთო რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა.

24 წლის სამუელ ლუისი ქალაქ ლა კორუნაში ერთ-ერთ ღამის კლუბთან სასტიკად სცემეს. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მის მკვლელობას ესპანეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.