ნიკა მელია - ვაცხადებთ გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის
ნიკა მელია - ვაცხადებთ გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მხარდამჭერებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს.

როგორც მელიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის და საქართველოსთვის გადამწყვეტ ბრძოლას აცხადებს.

“მოვუწოდებ ყველა პატრიორტს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ, 14:00 საათზე  მეტრო “რუსთაველთან” და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს საქართველოს გადასარჩენად და ამ წუთიდან მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის. ხელისუფლება, ოლიგარქიული მმართველის სახით, ქართველ ხალხთან დაპირისპირებაში შემოვიდა. ხვალ ველოდებით ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი, ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.