თინა ბოკუჩავა - სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გავივლით და ქცევის კოდექსთან დაკავშირებით ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ
თინა ბოკუჩავა - სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გავივლით და ქცევის კოდექსთან დაკავშირებით ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ

კონსულტაციებს გავივლით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ქცევის კოდექსთან დაკავშირებით ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ კითხვას, შეუერთდება თუ არა ცესკო-ს მიერ შემუშავებულ პარტიების ქცევის კოდექსს.

მისი თქმით, მსგავს საკითხებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობს.

„ვთვლით, რომ ქცევის კოდექსზეც ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივად მოხდეს პოზიციების შეჯერება. ამიტომ ჩვენ კონსულტაციებს გავივლით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორის მათთან, რომლებიც ჩართულები არიან საკოორდინაციო შტაბის მუშაობასა და მემორანდუმის გაფორმებაში ივანიშვილთან კოალიციური მთავრობის არ შექმნის თაობაზე. შემდგომ ქცევის კოდექსთან დაკავშირებით ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცესკო-მ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა.