„დილამ“ მოიგო და ფაქტობრივად შეინარჩუნა ლიგაში ადგილი
„დილამ“ მოიგო და ფაქტობრივად შეინარჩუნა ლიგაში ადგილი

დღეს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში კიდევ ერთი თამაში გაიმართა. გორის „დილამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და ლიგაში ადგილის პირდაპირი გზით შესანარჩუნებლად უპირობო გამარჯვება სჭირდებოდა. გიორგი დარასელიას გუნდმა ეს მოახერხა და გამარჯვება მოიპოვა 2:1.

“დილა” 25-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა, რომელმაც 53-ე წუთზე დუბლი შეასრულა და გორელთა უპირატესობა გაზარდა.

თბილისელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლეს. 59-ე წუთზე თავი ნოდარ ქავთარაძემ გამოიჩინა და “დილამ” 2:1 მოიგო.

თუ ბათუმის “დინამომ” “საბურთალოსთან” შეხვედრა წააგო, გორელები მიზანს ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მიაღწევენ და ლიგაში ადგილს გადათამაშების გარეშე შეინარჩუნებენ.

ამ შეხვედრის შედეგი თბილისელებისთვისაც მნიშვნელოვანია, ევროპის ლიგაზე მოსახვედრად ბრძოლა რომ გააგრძელონ.

 

(ფოტო: fb.com/FCDilaGori)