„კაცები ზრუნავენ“ - საფეხბურთო ლიგის გუნდები აქციას შეუერთდნენ
„კაცები ზრუნავენ“ - საფეხბურთო ლიგის გუნდები აქციას შეუერთდნენ

დღეს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა. მატჩების დაწყებამდე გუნდები შეუერთდნენ აქციას – „კაცები ზრუნავენ“.

გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, კამპანია UNFPA-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ ხორციელდება, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი შვედეთის მთავრობაა.

კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში.