ლიდერთა სამეულის უიღბლობა - არც გოლები, არც მოგება
ლიდერთა სამეულის უიღბლობა - არც გოლები, არც მოგება

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 21-ე ტურის შეხვედრები წამყვან სამეულში მყოფი გუნდებისთვის სასურველი შედეგებით ვერ დასრულდა.

გათამაშების ლიდერი „საბურთალო“ გორის „დილას“ შეხვდა და მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო 0:0. ამ ტურში ლიდერთა სამეულის სხვა გუნდებმაც ვერ მოიგეს – ასევე 0:0 დაასრულეს შეხვედრები თბილისის „დინამომ“ და საჩხერის „ჩიხურამ“, სამეულში კი სტატუს კვო შენარჩუნებულია.

გათამაშებას 50 ქულით „საბურთალო“ ლიდერობს და „დინამო“ ხუთი ქულით ასწრებს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უპირატესობით დაწინაურება ვერ მოახერხა. 38 ქულით მესამეზე „ჩიხურაა“, ხოლო „დილა“ 35 ქულით – მეოთხეზეა.