„ეროვნული ერთობის“ ლიდერის გიორგი ჭელიძის 14 ადვოკატიდან ერთი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერის გიორგი ჭელიძის 14 ადვოკატიდან ერთი სხდომათა დარბაზიდან გააძევა, მეორე კი, 500 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლის განმარტებით, ადვოკატის გაძევების მიზეზი წესრიგის დარღვევა და სასამართლოს უპატივცემლობა გახდა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს მათი პროფესიის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. ისინი ადვოკატთა ასოციაციის ყოფილ და ამჟამინდელ თავმჯდომარეს მიმართავენ თხოვნით, ხვალინდელ სხდომაზე სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ. საქმეში 14 ადვოკატია ჩართული.
გიორგი ჭელიძე სამართალდამცავებმა იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 31 აგვისტოს დააკავეს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც მას ედავებიან, 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.