ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 16 და 17 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება.

ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკურას ყვავილობის ღონისძიება ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე წარუძღვება.

„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, დამთვალიერებლები კი შეძლებენ, შეიძინონ იაპონური ჩაი, თემატური ხელნაკეთი ნივთები, ასევე, გაეცნონ იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნებასა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ იაპონურ თემატიკაზე შესრულებულ ნამუშევრებს.

ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.

ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ ორი დღის განმავლობაში, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება“, – აღნიშნულია ეროვნული ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ინფორმაციაში.