იაპონია აშშ-ს დამოუკიდებლობის 250 წლისთავისთვის ალუბლის 250 ხეს აჩუქებს
იაპონია აშშ-ს დამოუკიდებლობის 250 წლისთავისთვის ალუბლის 250 ხეს აჩუქებს

იაპონია აშშ-ს დამოუკიდებლობის 250 წლისთავისთვის ალუბლის 250 ხეს აჩუქებს. ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტისას იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ კონგრესში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი მეგობრობის ჟესტად, იაპონია გადმოგცემთ ალუბლის 250 ხეს, რომელიც დაირგვება თქვენი დამოუკიდებლობის 250 წლისთავისთვის“, – განაცხადა კიშიდამ, რასაც კონგრესში ოვაციები მოჰყვა.

აშშ დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს 2026 წლის 4 ივლისს აღნიშნავს.

იაპონიის საელჩოში აცხადებენ, რომ საჩუქრის გადაცემის საკითხზე მუშაობენ.

იაპონიამ ვაშინგტონს მეგობრობის ნიშნად ალუბლის ხეები პირველად 1912 წელს გადასცა. ამის შემდეგ ალუბლის ყვავილობა აშშ-ის დედაქალაქში ერთ-ერთ პოპულარულ ყოველწლიურ სანახაობად იქცა.