თბილისის ბოტანიკურ ბაღში 100 ძირი საკურა დაირგო
თბილისის ბოტანიკურ ბაღში 100 ძირი საკურა დაირგო

იაპონიის საელჩომ თბილისის მერიას 100 ძირი საკურას ნერგი საჩუქრად გადასცა. საკურას ნერგები თბილსის ბოტანიკურ ბაღში დედაქალაქის მერმა და იაპონიის ელჩმა ერთობლივად დარგეს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას.

„იაპონიის საელჩოსგან გადმოგვეცა 100 ძირი საკურას ნერგი. მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას, საელჩოს და ბატონ ელჩს. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ხალხსა და ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება ეს ურთიერთობები. იაპონია არის უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა და სასიხარულოა კონკრეტული პროექტი, რომელიც ბოტანიკურ ბაღში იქნა განხორციელებული. 100 ძირი საკურას ნერგი კიდევ უფრო დაამშვენებს ჩვენს ბაღს“, – განაცხადა კახა კალაძემ.