იაპონიაში საკურა, გაზაფხულის ნაცვლად, შემოდგომაზე აყვავდა
იაპონიაში საკურა, გაზაფხულის ნაცვლად, შემოდგომაზე აყვავდა

იაპონური საკურა, რომელიც ტრადიციულად, გაზაფხულზე ყვავის, წელს მოულოდნელად შემოდგომაზე აყვავილდა.

აღნიშნული ფაქტი უცხოელმა ტურისტებმა შენიშნეს. მოგვიანებით კი, 300-ზე მეტმა მოქალაქემ დაადასტურა, რომ მათ ბაღში საკურა ყვავის.

მეტეოროლოგების განცხადებით, მსგავსი რამ წარსულშიც მომხდარა, თუმცა წელს საკურას აყვავება სავარაუდოდ, ქარიშხლებს უკავშირდება. ძლიერმა ქარმა ალუბლის ხეებს ფოთლები შემოაცალა, რამაც სავარაუდოდ, ხის დროზე ადრე აყვავება განაპირობა. ასევე, ამას ხელი შეუწყო უჩვეულოდ თბილმა ამინდმაც, რომელიც იაპონიაში ოქტომბერში დაფიქსირდა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკურას დროზე ადრე აყვავება, გაზაფხულის სეზონის ყვავილობას ხელს არ შეუშლის.